აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადაინაცვლეს – ამ დროისთვის, მოქალაქეები პარლამენტის წინა და უკანა შესასვლელთან იმყოფებიან

აქციის მონაწილეებმა, ჩიტაძის ქუჩიდან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადმოინაცვლეს.
ჩიტაძე – ინგოროყვას ქუჩების კვეთაზე პოლიციელების მისამართით ისმოდა შეძახილები, მათ შორის “მონებო”. აღნიშნულით ისინი გააპროტესტებინათ, რომ პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებით იყო დატვირთული, ჩიტაძის ქუჩის გავლით საკანონმდებლო ორგანის წინ არ გაატარეს.
აღნიშნულის შემდეგ, ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩის მიმართულებით საპოლიციო ძალები დაამატეს.
ამ წუთებში, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა