აქციის მონაწილეებმა შობა რუსთაველის გამზირზე აღნიშნეს – შეასრულეს „ალილო“ და სანთლები აანთეს

აქციის მონაწილეებმა შობა რუსთაველის გამზირზე აღნიშნეს.თავდაპირველად პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, საიდანაც პირველ გიმნაზიასთან გადაინაცვლეს.
მათ ერთობლივად შეასრულეს „ალილო“ და ადგილზე სანთლები მიიტანეს.ილიას ძეგლთან შეკრებილებთან ერთად შობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, , თავისი შვილთან, ქეთევან გორჯესტანთან ერთად შეხვდა.
აქვე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ასევე აქციების დროს დაკავებულ პირთა ოჯახის წევრები.აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები უკვე მეორედ შეხვდნენ შობას რუსთაველის გამზირზე. მათ ერთად აღნიშნეს ახალი წელიც.
მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან მას შემდეგ, რაც 2025 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს.