აქციის მონაწილეებმა სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს

საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლეს.
მსვლელობის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, მათ თან პოლიციის კორდონი მიაცილებდა.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატები, რომელზეც აქციაზე დაკავებულების ფოტოებია გამოსახული.
აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი ს ჩატარებას მოითხოვენ. ისინი სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო!”.
მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

თამარ ჩერგოლეიშვილი – ერთადერთი, რაც გვჭირდება, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე