აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პროტესტის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ – „ანწუხელიძე უკვდავია”, „დიდება გმირებს”, „საქართველო”.
ასევე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
აქციის მონაწილეებმა რუთაველის გამზირის გადაკეტვა რამდენიმე საათის წინაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.
ცნობისთვის, დღეს უწყვეტი აქციის 136 დღეა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია- დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს