აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას თბილისის სხვადასხვა წერტილიდან მარში „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ შეუერთდა.
პროტესტის ადგილზე მომიტინგეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.
“თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” – სკანდირებენ დემონსტრანტები.
უწყვეტი პროტესტის 65-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან ორი მთავარი მოთხოვნით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.