აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები. პარლამენტთან ნაძვის ხეზე აქციის მონაწილეების მიერ გაკეთებული ბანერებია განთავსებული, წარწერით: „ყალბი მთავრობა და პრეზიდენტი, გამოდი, რუსული რეჟიმი შენამდეც მოაღწევს, დაასანქცირეთ დამნაშავეები“.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება