აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პროტესტის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ – „საქართველო”.
ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ცნობისთვის, დღეს უწყვეტი აქციის 137-ე დღეა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ