საქართველოს პარლამენტთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, აქციის მონაწილეებმა „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფს აქციის დატოვება მოსთხოვეს.
თავდაპირველად, ამასთან დაკავშირებით განცხადება ლაშა ბუღაძემ გააკეთა, რის შემდეგაც „პოსტივის“ გადამღები ჯგუფის მისამართით აქციის მონაწილეებისგან გაისმა შეძახილები – წადი, წადი.
„აქ, ჩვენს სცენასთან აღმოჩნდა რუსული ტყუილების გამავრცელებელი „პოსტივი“. შევძახოთ – წადი, წადი. გავუკეთოთ მათ დერეფანი, კორიდორი გავუკეთოთ პროპაგანდისტებს“, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
„აიპრესი“