აქციის მონაწილეებმა ორბელიანის სასახლიდან სასტუმრო „რუმსთან“ გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დილიდან ორბელიანის სასახლესთან იყვნენ შეკრებილი, სასტუმრო „რუმსთან“ გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი, ასევე ბანერები წარწერებით: „მადლობა“, „სანქციები ივანიშვილის“.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მიზანია, ევროპელ პოლიტიკოსებს დაანახონ, რომ ქართული საზოგადოება 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ცნობისთვის, აქციაზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“, ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრები და მოქალაქეები.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტი ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდა.
ევროპელი პოლიტიკოსებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტნიორი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა ახალი საცურაო კომპლექსი გახსნა და როგორც წესი და რიგია, პირადად ამოწმებს ხარისხს. ოღონდ, ამოწმებს უშუალოდ აუზში მყოფ ხალხთან ერთად… (ვიდეო)