აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ზანდუკელის ქუჩაზე, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმთან გადაინაცვლეს – პოლიციამ ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაკეტა, რასაც ხმაური მოჰყვა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან რუსთაველის მეტროს მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.
ისინი ზანდუკელის ქუჩაზე, მერაბ კოსტავას სახლთან მივიდნენ. ამასთან, პოლიციამ ზანდუკელის ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაკეტა და მოქალაქეებს გზის ამ მიმართულებით გაგრძელების უფლებას არ აძლევს, რასაც ხმაური მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, სირცხვილია, რომ სამართალდამცველები კეტავენ ტერიტორიას, რომელიც “საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა”.