აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გადაინაცვლეს

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 280-ე დღე მიმდინარეობს.
პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე იყვნენ შეკრებილები. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მარშით მივიდნენ.
მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ხმაურითა და შეძახილებით აპროტესტებდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ს, თბილისის მერს, ს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს , დეპუტატებსა და მინისტრებს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა. ისინი სკანდირებენ: “ბოლომდე, ბოლომდე!”.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი