თბილისში, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. ისინი აპროტესტებენ 14 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გეგმავენ.
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო – მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ერთ თვეზე მეტია, რაც კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.




