აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვა სცადეს – პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა, გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვა სცადეს – პოლიციამ, რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
სამართალდამცველებმა, ისინი საპატრულო პოლიციის მანქანებით ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.
“არც კი გაუფრთხილებიათ, ეგრევე დაიწყეს ბავშვების გატაცება. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა”,-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ