აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ნაძვის ხე დადგეს, რომელზეც პროტესტის დროს დაშავებულთა ფოტოები ჩამოკიდეს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ნაძვის ხე დადგეს, რომელზეც თბილისში აქციის დროს დაშავებული აქციის მონაწილეების ფოტოები ჩამოკიდეს.
შეკრებილების თქმით, “მოძალადე სისტემამ უნდა ნახოს, მშვიდობიანი მოქალაქეები რომლებსაც ჯანმრთელობა დაუზიანეს და კლინიკებში იმყოფებიან”.
აქციის მონაწილეებმა ს ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორთანაც მივიდნენ, სადაც დაკავებულებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. “საშინელებაა, რაც თბილისში ხდება, ახალგაზრდებს სისხლის სამართლის მუხლით აპატიმრებენ, ათას სიბინძურეს სჩადიან, რომ მოქალაქეები გაჩუმდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება“, – აცხადებენ ისინი.
მოგვიანებით, ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას