აქციის მონაწილეები წერეთლის გამზირიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს წინ პოლიტიკური პარტიები ლიდერები მიუძღვებიან.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ და შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.
წესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.