აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ – ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც მათ პოლიცია დახვდათ მობილიზებული.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პოლიციასთან არანაირ დაპირისპირებას არ აპირებენ.
“ჩვენ პოლიციელების არ გვეშინია. ახალგაზრდებთან დაწყებული ომი არავის არ მოუგია და ვერც თქვენ მოიგებთ. ჩვენ აქციის მონაწილეები, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მცველები, პოლიციასთან არანაირ დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვიაზრებთ, რომ თქვენ ახლა გომელაურის სისტემას ემსახურებით, თუმცა სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდებით და მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი დადგება, ვერავინ შეგვაშინებს”, – აცხადებენ მიმდინარე აქციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს