აქციის მონაწილეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ, პარლამენტთან დაბრუნდნენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან კვლავ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
პროტესტის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საავტომობილო მოძრაობა კვლავ გადაკეტეს.
დღევანდელი აქცია დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება რუსთაველის გამზირზე.
დღეს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე გამართეს მსვლელობა. მათ, ასევე, გადაკეტილი ჰქონდათ გმირთა მოედანი. ნაწილი პარლამენტის შენობასთან იყო შეკრებილი.
მოგვიანებით, იმ სტუდენტებს, რომლებიც ვაკიდან და გმირთა მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებოდნენ ს, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ.
მინისტრებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი