აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ

მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.
„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, – ასე მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია.
გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები – „დიპლომი ყაველაშვილს“.
“საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის წინ ფეხბურთის თამაშის ფაქტს.
„საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, რითაც ფეხბურთელის პრეზიდენტად არჩევას აღნიშნავს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა