აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდნენ, რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე 279-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
დღეს მოქალაქეები პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ. ისინი თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობდა. მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მარშით იუსტიციის სახლთან მივიდნენ, საიდანაც მსვლელობით კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-ამდე გაიზარდა. -ს ინფორმაციით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბუტიკაშვილი – შეწყალებით ყაველაშვილს ლეგიტიმაცია მიეცა, ლეგიტიმაციას იღებს პარლამენტიც, რადგან იქ გახარიას წევრები შევლენ – ასე ხდება, როცა ბიძინას ეთამაშები: გახარიამ და ხაზარაძემ „თავი დაიწვეს“, ბიძინას მიწოდებული ნამცხვარი აღმოჩნდა ბომბი