აქციის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნდნენ

აქცია-მსვლელობა სლოგანით – “რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება” მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან დაბრუნდა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და გაირკვეს, რა ტიპის ნივთიერება იყო გამოყენებული წყლის ჭავლში, რითაც პოლიციამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქცია დაშალა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ ენდობიან ადგილობრივ გამოძიებას და სინამდვილის გასარკვევად, საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “რუსებო,რუსებო” ; “ტერორისტები უნდა წავიდნენ”.