აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. კერძოდ, ისმოდა შეძახილები: “მონებო”, “მოღალატეებო”, “სირცხვილია”.
აქციის მონაწილეები ასავე სკანდირებდნენ: “საქართველო”, საქართველოს გაუმარჯოს”.
ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განიხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან, დილით, 10:00 საათიდან იკრიბებოდნენ.
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს