აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და ვაჟა სირაძესთან შეხვედრას მოითხოვენ

ამ წუთებში აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან არიან. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე შეკრებილები, რომლებიც ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მე-11 დღეა უწყვეტ რეჟიმში აქციებს მართავენ, მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გაემართნენ და იქ მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
ფოტო: ბაჩანა საჯაია