აქციის მონაწილეები გალაქტიონის ხიდზე მივიდნენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობით გალკტიონის ხიდთან მივიდნენ.
გალაკტიონის ხიდზე მათ ფიტულები მიიტანეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის, თბილისის მერის კახი კალაძის ფოტოებია გაკრული, ასევე, გაკეთებულია წარწერები: “ ოკუპანტია”, “კი გამჭვირვალობას ! არა ოფშორებს!”
მანამდე მათ გალაქტიონის ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით წრე შეკრეს და შეკრებილებს განუცხადეს, რომ აქციას მალე პოლიტიკოსები შეუერთდებოდნენ, სწორედ ამის შემდეგ ორგანიზატორებმა „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსახულებით ფიტულები მოიტანეს.
“ჩვენ გვყავს ხელისუფლება , რომელიც უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ამიტომ ხალხი დაიცავს კონსტიტუციას”,- განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პერფორმანსის დროს.
აქციის მონაწილეებმა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გალაკტიონის ხიდი, სადაც სსრკ-ს სიმბოლიკებია გამოსახული, საქართველოს, ნატოს და ევროკავშირის დროშებით დაფარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი