აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდის გადაკეტვასაც გეგმავენ

ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა ერთი ნაწილი ბარათაშვილის ხიდის გადაკეტვას გეგმავს. აღნიშნული იდეა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გააჟღერა.
მათი განცხადებით, აქციის მონაწილეები დაახლოებით ნახევარ საათში ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც მათ სხვადასხვა ჯგუფები შეუერთდებიან.
“თუ უფრო მეტი ვიქნებით, ბარათაშვილის ხიდსაც გადავკეტავთ. ამიტომ, ახლა აქციის მონაწილეთა ნაწილს გაგიძღვებათ ხმის გამაძლიერებლის მქონე ადამიანი. გადავკეტოთ ბარათაშვილის ხიდი იმიტომ, რომ დისკომფორტი ბოლომდე უნდა შევუქმნათ”, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში გაყალბდა. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.