აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლიდან მსვლელობით წინასწარი დაკავების იზოლატორისკენ მიემართებიან

აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი აქციის მონაწილეები, სოლიდარობის ნიშნად აქცია-მსვლელობით წინასწარი დაკავების იზოლატორთან მიემართებიან, სადაც აქციის დროს დაკავებულები არიან გადაყვანილი.
ისმის შეძახილები “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.
“ბრძოლას არ შევწყვეტთ, ყველა რომ დაგვაკაონ. ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია და არ დავუშვებთ თავისუფალი ადამიანების ციხეში გამოკეტვას”, – აღნიშნავენ ისინი.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია რვა პირი. მისივე განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერები – ელენე ხოშტარია და .

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო