აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ

აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, მათ შორის დემონსტრანტების ნაწილი
ქაშვეთთან საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.
მომიტინგეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით იყვნენ მისული. მათ საავტომობილო გზაზე სანთლებით გააკეთეს წარწერა: “ენა, მამული, სარწმუნოება”.
მომიტინგეებმა რამდენჯერმე ერთად შეასრულეს საქართველოზე სიმღერებიც.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა წუხანდელმა ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…