აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული კოდექსის 2 მუხლით არიან დაკავებულები

17 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე აქციის ორი მონაწილე — ლადო ბეროზაშვილი და ზურა მენთეშაშვილი — დააკავეს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ტრადიციული აქცია პარლამენტთან სრულდებოდა. კადრებში ჩანს, რომ სამანქანო გზა უკვე გახსნილია.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“პრემიერ-მინისტრს ვუთხარით, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიუმ 50% გაატარეს ციხეში – ისინი ციხეში არიან, ვინაიდან, პოლიტიკურ საქმიანობით იყვნენ დაკავებული”

გიორგი ვაშაძე – თუ საფრთხეს ნამდვილად აღიქვამ, სუს-ში კი არ დაიბარებდი ექსპერტულ საზოგადოებას – როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ერთად უნდა ვმუშაობდეთ, ქვეყნის შიგნით კი არ ვეძებდეთ მტერს