აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადავიდა, ისროლეს პიროტექნიკა

31 მარტს, უწყვეტი დემონსტრაციების 124-ე დღეს თბილისში, დემონსტრაციაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლა.
ამასთან, პარლამენტის ქვედა მხარეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებიდან რამდენიმემ ისროლა პიროტექნიკა პარლამენტის სასახლის მიმართულებით.
დემონსტრანტთა ნაწილს სახე დაფარული აქვს.
„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, დეკემბრიდან აკრძალულია აქციებზე როგორც სახის დაფარვა, ასევე პიროტექნიკის გამოყენება.
ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის თანამშრომლებიც, – როგორც უკანა შესასვლელთან, ასევე ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გადაღმა, ოლივერ ვორდროპის ბაღში.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების მიზნების მისაღწევად, ქუჩის პროტესტთან ერთად, საჭიროა, რომ „ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი“ და „შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება