აქციის მონაწილეების ნაწილი აღმაშენებლის ხეივანზე გადაადგილდება და ქალაქის ცენტრისკენ მიემართება

“თბილისის მოლიდან” აქციის მონაწილეების ნაწილი აღმაშენებლის ხეივანზე გადაადგილდება და ქალაქის ცენტრისკენ მიემართება. აქციის მონაწილეებს თან მიჰყვება ოლიგარქის პოლიცია.
ჯერჯერობით ოლიგარქის შსს-ს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი მოქალაქეა დაკავებული და რა მუხლით. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან პოლიტიკოსები ნიკა მელია, გიგი უგულავა, თენგო თევზაძე.
ოლიგარქის რეჟიმი დღეს ყველანაირად შეეცადა რომ ხელი შეეშალა თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელში დაგეგმილი აქციისთვის. რამდენიმე დღით ადრე გზის ეს მონაკვეთი სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეიყვანა. დღეს კი აქციის მონაწილეების რამდენიმე ნაწილად დაყოფას და მათი გადაადგილების შეზღუდვას შეეცადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია