აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფ ზოგიერთ მოქალაქეს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს.
მათ შორის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, სამართალდამცველებმა ერთი მამაკაცი პირბადის, კიდევ ერთი პირი კი ჩაფხუტის ტარების გამო გააჩერეს და მისი მოხსნა მოსთხოვეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მათ პოლიციამ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.
აღნიშნულს მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გახსნილია. აქციის მონაწილეები ტროტუარებზე რჩებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს