აქციის მონაწილეების თქმით, გმირთა მოედანზე თავს დაესხნენ

გმირთა მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე პირი თავს დაესხა.
როგორც თვითმხილველები ჟურნალისტებს უყვებიან, რამდენიმე ადამიანი მანქანიდან გადმოვიდა და რამდენიმე დემონსტრანტს, რომლებიც აქციიდან შინ ბრუნდებოდნენ, თამარ მეფის ხიდზე დაესხნენ თავს.
ერთ-ერთი დაშავებული ტელეკომპანია „პირველს“ ეუბნება, რომ ძირს დაგდებულ ადამიანს რამდენიმე პირი ურტყამდა, მას მიეშველა და ამ დროს მასაც დაარტყეს:
„თავიდან დაიწყო იმით, რომ მანქანამ გაიტანა ველოსიპედიანი კაცი. მსუბუქად დაეჯახა, მაგრამ აშკარად სპეციალურად დაეჯახა. ჩვენ თვალწინ მოხდა, წამებში მოხდა ყველაფერი. ძირს ეგდო ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ხელი გავუწოდე და მომხვდა წიხლები“ ,— აცხადებს დაშავებული.
კიდევ ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს თავდამსხმელები აგინებდნენ და ეუბნებოდნენ — რატომ იმყოფებოდნენ აქციაზე:
„რამდენიმე მოქალაქე იყო, ვინც აქციას ტოვებდა და სახლში მიდიოდა. ერთ-ერთს გავესაუბრე. როცა მივედი, უკვე დაწყებული იყო, ერთი ადამიანი ძირს ეგდო და წიხლებს ურტყამდნენ. ალბათ 8 ადამიანი იყო, თავიდან ერთს ვისაც გავესაუბრე, მანქანით მოვიდნენ და დაიწყეს ქიშპი იმაზე, რატომ ხართ აქციაზეო. ამას მოჰყვა აჟიოტაჟი და დაიწყეს ჩხუბი. ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, როგორც გავიგე“ ,— ამბობს თვითმხილველი.
„ნეტგაზეთი“ ცდილობს დამატებითი დეტალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გარკვევას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს