რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსთაველის გამზირზე ხვალაც, 20:00 საათიდან შეიკრიბებიან და ერთად შეხვდებიან შობას.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.




