აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა

აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი “ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ”.
ინფორმაციისთვის, შემთხვევა 23 ივნისს, ათონელის ქუჩის მიმდებარედ აქციის მიმდინარეობისას მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ქვეითებისთვის განკუთვნილ გადასასვლელზე აქციის რამდენიმე მონაწილეს ავტომობილი განზრახ დაეჯახა.