აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები დაშავდნენ. დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევს.
რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მისამართით პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს. ასევე, სპეცრაზმი იყენებს სპეციალურ საშუალებებს ე.წ. გაზის კაფსულებს და წიწაკის სპრეის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…