აქციის დაშლისას ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ, ხელს უშლიან მუშაობაში

· მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი – მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, მას წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა.
· ტვ პირველის ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი; ტელეკომპანიის ცნობით, მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა.
· „ფორმულის“ ცნობით, ტვ პირველის ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა.
· კიდევ ერთი ოპერატორი, ტვ პირველის თანამშრომელი გიორგი შეწირული დაშავდა ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გაშვებისას.
· „ნეტგაზეთის“ ცნობით, დაშავდა მათი ჟურნალისტი, გივი ავალიანი – მას წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელებმა.
· „მედიაჩეკერის“ ცნობით, პოლიციამ „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყანა – პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ.
ფორუმი