აქციებში მონაწილეობის გამო, მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობის გამო, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. სამართალდამცველების შეკითხვებს მაჩალიკაშვილი მაგისტრატატი მოსამართლის თანდასწრებით, დღეს უპასუხებს.
მაჩალიკაშვილი მოწმის სახითაა დაბარებული, თუმცა კონკრეტულად რა ეპიზოდზე, უცნობია.
“მთელი ევროპა ითხოვს, გამოიძიონ თემირლანის საქმე და ესენი მე მარბენინებენ დაკითხვაზე. მართალი გითხრათ, არ დავინტერესებულვარ და არც მაინტერესებს რატომ მეძახიან. რამდენჯერმე დამიბარეს -დან დაკითხვაზე, მე უარი განვაცხადე, შემდგომში საქმე გადაეცა სასამართლოს. ესენი ყველა იმ ადამიანს სჯიან, ვინც კი რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ამოიღო ხმა და აქვე გადაწყვიტეს, აი, მაჩალიკაშვილსაც დავსჯით”– ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მაჩალიკაშვილის თქმით, “სოციალური სამართლიანობის ცენტრში”, დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას უკავშირდებოდა, გამომძიებელი დაუკავშირდა და 6 საათისთვის, გამოკითხვაზე დაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ