აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის პროცესზე დღეს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს (+18 ვიდეო)

⚠️ გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს უწმაწურ, უხამს ლექსიკას.
⭕️ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის პროცესზე დღეს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.
ანდრო ჭიჭინაძის ვიდეოების გამოკვლევისას ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ასევე გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
💬 „ყურადღება მინდა გაამახვილოთ – 2 წუთსა და 15 წამზე, სადაც სამართალდამცავად წოდებული ამბობს – „შენ თუ ცოცხალი გაგიშვა, ნახე“ ანუ მუქარა ისმის [პოლიციელების] მხრიდან. 2:39 ისმის – „მოდი, მოდი შენი დედა…“ და გაგრძელება; ეს მთელი ვიდეოს განმავლობაში ისმოდა. 03:16-დან 03:18 წამამდე აშკარად ჩანს, კადრი როგორ ხტება მეორე კადრზე. პროკურატურამ ამოჭრა ეს კადრი, სადაც სავარაუდოდ სამართალდამცავი იმაზე უარეს მოქმედებას ჩადიოდა, ვიდრე ჩვენ ახლა ვიდეოებზე ვნახეთ.
00:48 წამზე, გარდა იმისა, რაც უკვე ჩამოვთვალე, აშკარად ჩანს სამართალდამცავი როგორ დგას ტელეფონით, რომ რომელიმე მოქალაქე წამოაგოს პროვოკაციაზე, რომ შემდგომ გადაიღოს ეს კადრები… ვხედავთ სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებას, მუქარას რომელიც აშკარად იგრძნობოდა ვიდეოებიდან, შეურაცხყოფას, რაც პოლიციისგან მოდიოდა მოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა მიგინეიშვილმა პროცესზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)