“აქციების ორგანიზატორი არის უფალი“- რას ამბობს

გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველზე შეკრებილი ხალხის ლიდერი ღმერთია.

“იდეალური კომბინაცია ეწყობა, ფანტასტიკაა, სიზმარში მგონია თავი. ამდენი ხანი ვიცოცხლე ამისთვის, რომ ეს მენახა – ერთიანი საქართველო, ერთი სული, ერთი ხორცი, ერთი ისტორია, ერთი აწმყო და ერთი დიდი მომავალი. ჩვენ ძალიან მაგარ ქვეყანას შევქმნით, ქვეყანა მაგარი გვაქვს, ძალიან მაგარ სახელმწიფოს შევქმნით.

ქრისტესმიერი სამართალი იქნება. ამ ქვეყანაში მართლა ქრისტიანობა, ნეოქრისტიანობა მოდის საქართველოში, ახალი გადანათვლა მოდის ამ ქვეყნის. ქოცები რომ ეძებენ ორგანიზატორს, ძვირფასო ქოცებო, მე მინდა, გითხრათ, ვინ არის ამ აქციების ორგანიზატორი, ოღონდ იმას თქვენ ვერასდროს მოერევით, უფალია, ამ აქციების ორგანიზატორი არის უფალი, მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. იმიტომ, რომ ასეთი სასწაულები ასე მექანიკურად არ ხდება.

კოლექტიური გონი, კოლექტიური სული არის შთაბერილი. ამდენი ხალხი ასე ერთიანად, ერთი ინსტინქტით, ერთი გონებით, ერთი სულისკვეთებით, ერთი შეუპოვრობით, ერთი უშიშრობით“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას