აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული – გეკა გელაძე

აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა -ს მხრიდან გამოყენებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, გეკა გელაძეს კითხვა დაუსვეს, 2024 წლის აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა, იყო თუ არა რაიმე სხვა გამოყენებული.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში იჭორავა, ისაუბრა. ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული სხვადასხვა აქციის დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მხრიდან, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა