აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან იყვნენ შეკრებილები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები აქციას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აგრძელებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია, რომ საჯარო მოხელეებს -“საჯარო მოხელის ფიცი” გაახსენონ.
მათი თქმით, საჯარო მოხელეები არა რომელიმე პარტიის ან რომელიმე ხელმძღვანელის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ.
აქციის მონაწილეებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
მანამდე აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან იყვნენ შეკრებილები.