აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ბათუმში ხვალ დაგეგმილ აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ბათუმში ხვალ დაგეგმილ აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ.
როგორც მათ ერთობლივი განცხადებისას აღნიშნეს, მსვლელობას, ცენტრალური პარკის კოლონადებიდან გამართავენ.
„პირველ რიგში, სოლიდარობა მზია ამაღლობელს. მადლობა მას მისი ბრძოლისთვის და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. გელოდებით ხვალ, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე. ცენტრალური პარკის კოლონადებიდან გავმართავთ მსვლელობას. ერთად გავაგონოთ ს ქუჩებს სინდისის პატიმრებისა და მზია ამაღლობელის ხმა. ქალის, რომელიც შეუდრეკლად იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რეჟიმის წინააღმდეგ. ყველას გელოდებით და იცოდეთ, რომ ერთ მუშტად შეკვრა არის ერთადერთი გამოსავალი“,- აცხადებენ აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები.