აქციების დარბევის საქმეზე ფორმულას ჟურნალისტი, ნუცა ბახუტაშვილი დაზარალებულად ცნეს

საპროტესტო აქციების დარბევის საქმეზე ფორმულას ჟურნალისტი, ნუცა ბახუტაშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
ფორმულას ჟურნალისტს, ნუცა ბახუტაშვილს, 30 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიცია თავს დაესხა, რის შედეგადაც, ბახუტაშვილს ტვინის შერყევა დაუდგინდა.