აქციების გამო საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ შეკრებებში მონაწილეობისგან და მოერიდონ პოტენციურად საშიშ ადგილებს.
“საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციებისა და უცხოელების დაკავების შემთხვევების გამო, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პოლონეთის მოქალაქეებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ შეკრებებში მონაწილეობისგან, მოერიდონ პოტენციურად საშიშ ადგილებს და დაიცვან შესაბამისი სამსახურების ინსტრუქციები.
საქართველოში უსაფრთხოების ვითარებას აქვს შემდგომი გაუარესების და ესკალაციის პოტენციალი სხვა ქალაქებში, როგორიცაა და ქუთაისი” – წერს საელჩო.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე -მ 13 მაისის დილას 20 ადამიანი დააკავა, აქედან 3 უცხოელია – ორი მათგანი ამერიკის მოქალაქეა, ხოლო ერთი – ს.

ასევე დაგაინტერესებთ