თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაჩენი გამოაცხადა – დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
სხდომაზე დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს:
დავით ლომიძე: “ჩემი სათქმელი არის ის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიზილოს ჩვენი საქმე და გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რაც იქნება სამართლიანი, მე თავს ვთვლი უდანაშაულოდ”.
თემურ ზასოხაშვილი: “მეც ანალოგიურად”.
