აქციებზე ამაყად კი ამბობენ, რომ არ ეშინიათ, მაგრამ ეს სითამამე მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ საშიში არაფერია. ჯიხურებზე გვამების შემოდების დრო დამთავრდა!

აქციებზე ამაყად კი ამბობენ, რომ არ ეშინიათ, მაგრამ ეს სითამამე მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ საშიში არაფერია. ჯიხურებზე გვამების შემოდების დრო დამთავრდა!
„ის, ვინც რუსთაველზე ყოველდღე დგას, ნებით თუ უნებლიედ არყევს ქვეყნის სტაბილურობას და თავისუფლების სახელით მორჩილებას ითხოვს,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი .
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ისინი, ვინც დღეს სხვადასხვა ფორმით არად აგდებენ საზოგადოების უმრავლესობის არჩევანს, არიან „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამზიარებლები. „დღეს, ვინც პირდაპირ თუ ირიბად, ევროპის მიმზიდველობით თუ ს სიძულვილით, საკუთარი წარუმატებლობით თუ ვინმეს პირადი შუღლით, შეგნებით თუ შეუგნებლად აკრიტიკებენ და თავს ესხმიან საზოგადოების უმრავლესობის არჩევანს, უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების, წამებების, მკვლელობების, ქონებების ჩამორთმევის, საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის „გულშემატკივრები”.
ის, ვინც რუსთაველზე ყოველდღე დგას, ნებით თუ უნებლიედ არყევს ქვეყნის სტაბილურობას და თავისუფლების სახელით მორჩილებას ითხოვს. ვინც იქ არ დგანან და სოციალურ ქსელებში ვითომ გონიერი ტექსტების „კაკუნით” არიან დაკავებულნი, მათაც წარსულის უბედურების მობრუნების შეფარული სურვილი ეტყობათ. აქციებზე ამაყად კი ამბობენ, რომ არ ეშინიათ, მაგრამ ეს სითამამე მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ საშიში არაფერია.
ჯიხურებზე გვამების შემოდების დრო დამთავრდა! როცა მართლა შიში იყო ქვეყანაში გაბატონებული, მაშინ „ამაყად” შლიდნენ მობილურ ტელეფონებს და ოჯახის წევრებსაც შიშით ესაუბრებოდნენ. თავად ვიცნობ ბევრ ისეთ დღევანდელ „კრიტიკოსს”, ვისაც სიტყვაც არ დაუძრავს, მაშინ, როცა განგაშის ზარები დარეკა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილთან და მის გუნდთან ერთად, ფანჯრებშიც ფარდის უკნიდან იხედებოდნენ და სხვისი ჭირი არად მიაჩნდათ. ომში წასვლაზეც ამაყები არიან მეგაფონთან, მაგრამ არა თუ ომში, ჯარში წასვლაზეც კი ცრუ რელიგიურ საფარველს ეძებენ. კიდევ კარგი, რომ ბევრნი არ არიან თორემ „ცოდვის კალო” ერთად გალეწავდა ყველას და ყველაფერს. მადლობა საზოგადოების უმრავლესობას, რომ სამშობლოზე შეცილების უფლებას არავის აძლევს,” – წერს .
Previous: ღამის 01:00 საათიდან 02:00 საათის ფარგლებში ვაკეში ნოტარიუსი იყო ციური ბერიძე, მასთან წამიყვანეს, სადაც გაფორმდა ჩემი დაწერილი განცხადება – ნოტარიუსმა მითხრა, ბატონო რამაზ ნუ ნერვიულობთ თქვენ ხართ დღეს მეთხუთმეტეო

ასევე დაგაინტერესებთ

რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული