აქცია სახელად “გასვენება” და ნახევრადცარიელი ავტობუსი – დეტალები გორიდან

დედაქალაქში დაგეგმილი პარტიული ღონისძიებისთვის “ოცნებამ” გორში საჯარო მოხელეების სათანადოდ მობილიზება ვერ მოახერხა. ავტობუსები, რომლებიც თბილისისკენ დაიძრნენ, ნახევრად ცარიელია. ის საჯარო მოხელეები, რომლებიც აქციაზე წამოვიდნენ, კამერებს ემალებიან, ნაწილი მათგანი კი ამბობს, რომ თბილისში თავის საქმეებზე მიდიან.
გასვენებაში მივდივარ, – ამბობს ერთი ტვ პირველთან.
გეგმას ვერ ჩამოგითვლით, მივდივართ აქციაზე, – ამბობს მეორე ადგილობრივი.
“ქართული ოცნება” დღეს საარჩევნო შეხვედრას თბილისში გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ