აქცია ოთხფეხა მეგობრების უფლებების დასაცავად | მოქალაქეები ითხოვენ ელიზბარაშვილის საქმის გამოძიება სწორად წარიმართოს

აქცია ოთხფეხა მეგობრების უფლებების დასაცავად – შეკრების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ყაზახეთის მოქალაქეს, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის შვილს, გურამ ელიზბარაშვილს დაუპირისპირდა და ძაღლს ფეხი დაარტყა, სამართალდამცველები ხელს აფარებენ. აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამოძიება წარიმართოს სწორად და უცხო ქვეყნის მოქალაეები არ სარგებლობდნენ დაუსჯელობის სინდრომით”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, ინიცინდენტი 14 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ბიზნესმენის შვილმა პასუხად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ყაზახეთის მოქალაქე დაჭრა და გაუფრთხილებლობით თავადაც მიიყენა ჭრილობა. გურამ ელიზბარაშვილი დაკავებულია.