აქციაზე 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

დღეს, 19 ნოემბერს, პოლიციამ საპროტესტო აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავა.
19:00 საათზე, თსუ-დან დაანონსებული იყო პატიმრობაში მყოფი 21 წლის მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გავლით, რუსთველის გამზირზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი ნაწილმა მსვლელობა პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე განაგრძო. პოლიცია დემონსტრანტებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.
აქტივისტებისა და თვითმხილველების ცნობით, დააკავეს 13 ადამიანი:
· ქეთევან ხუსკივაძე
· ლუკა ხიზაძე
· ხალიბეგ მაგამედოვი
· რეზი დუმბაძე
· გიორგი ჟამერაშვილი
· ელენე ბერიკაშვილი
· გია ჯვარშეიშვილი
· ვასო ბერიძე
· ნინო ბარძიმიშვილი
· მარიამ სვანიშვილი
· დავით გუნაშვილი
· ნ.დ.
· ნინო გუდაშვილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რამდენი ადამიანი და რა მუხლით არის დაკავებული.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, პოლიციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედება — მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული უკანონო ხელშეშლა, პროტესტის ჩახშობა და ადამიანების უკანონო დაკავება — წარმოადგენს ე.წ. სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
„ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს არ მისცეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მიუხედავად საკმარისი რაოდენობისა, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით ჯერ ტროტუარებზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ტროტუარის დატოვებისკენაც მოუწოდეს. ამის პარალელურად, ფიზიკური ძალის გამოყენებით 10-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. დღევანდელი ქმედება არის დანაშაული. „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ იყენებს ძალისმიერ მეთოდებს და საბოლოოდ ცდილობს პროტესტის მონაწილეებისთვის გამოხატვის უფლების წართმევას“, — ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ყველა სამინისტროშია ადამიანები, რომლებსაც აქვთ მეტი ცოდნა კონკრეტულ საკითხზე და შეიძლება გითხრან, რომ სხვა უნდა წამოვიდეს, რადგან ესტონეთმა, მარგუს ცაჰკნამ თუ ვიღაცამ დაუწესა სანქცია – ასეთ შეურაცხმყოფელ მიდგომას ვერ გავყვებით