დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან ტროტუარზე დგომის საქმეებზე პროცესები გაიმართა და გადაწყვეტილებებიც გამოცხადდა.
- ანი ქისტაური – 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ მიიღო.
- მარიამ ყიფიანი – 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ მიიღო.
- მარიამ მელიქიშვილი – 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოიტანა.
- ლევან ჟვანია – 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.


