საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს.
პუბლიკას ინფორმაციით, ჟურნალისტი უკვე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში. პოლიციამ ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვა კამერები.
რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა. ძირითადად ჟურნალისტები წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამო დაშავდნენ. თუმცა ამასთან დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან მიზანმიმართული ძალადობის ფაქტიც. TV პირველი ოპერატორს პოლიციელმა უკნიდან დაარტყა.
მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან.